ხაშურთან ტრაილერი პატრულის მანქანას დაეჯახა – ეკიპაჟის დაშავებული წევრი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

ხაშურთან ტრაილერი პატრულის მანქანას დაეჯახა - ეკიპაჟის დაშავებული წევრი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანესხაშური-აგარის გზაზე ტრაილერი პატრულის მანქანას დაეჯახა, რომელიც სათადარიგო ზოლში იდგა.

დაშავებულია ეკიპაჟის ორივე წევრი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

„გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

იპნ