ხატია ბუნიათიშვილი თბილისში 29 სექტემბერს დამატებით კონცერტს ჩაატარებს

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დამატებით კონცერტს ჩაატარებს.
პიანისტის საღამო ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში 28 სექტემბერს დაიგეგმა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები 5 წუთში სრულად გაიყიდა, ამიტომ ხატიამ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე კონცერტიც ჩაატაროს.
28 და 29 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ხატიასთან ერთად დაუკრავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და მას ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ხატია ბუნიათიშვილი:
– თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს კონცერტზე ვერდასწრების გამო.
გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს…

დატოვეთ თქვენი კომენტარი