ხურჩაში ჯარისკაცი კობა გეთია დაიჭრა

ხურჩაში ჯარისკაცი კობა გეთია დაიჭრაზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განთავსებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი კობა გეთია ფეხშია დაჭრილი. იგი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაჭრილის ბების, თეთრიკო გეთიას თქმით, ოჯახს მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა.

„დილის 7:00 საათზე ამდგარა ბავშვი, მორიგე იყო ალბათ. არაფერი ვიცი, როგორ გაუვარდა ეს ტყვია. ფეხში აქვს მოხვედრილი და დამტვრეული აქვსო ძვალი. ვინც მოინახულა, ის ამბობს, რომ საშიში არაფერი არ არის. ოპერაცია გაუკეთეს. იქ ყოფილა ყველა, სამისტროდანაც იყვნენო. მეორე ოპერაციაც უნდა გაუკეთდესო, მეუბნებიან “, – ამბობს ჯარისკაცის ბებია თეთრიკო გეთია.

ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.