კოკორინმა და მამაევმა ციხე დატოვეს

კოკორინმა და მამაევმა ციხე დატოვესრუსმა ფეხბურთელებმა ალექსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა ციხე დატოვეს და ისინი ორი თვით ადრე გათავისუფლდნენ კარგი ყოფაქცევის გამო. ეს ორი ფეხბურთელი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მათ მოსკოვის ცენტრში რამდენიმე ადამიანი ცემეს. ამ ამბავმა რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ფეხბურთელები საკმაოდ მკაცრად დასაჯეს, რადგან ისინი თითქმის ერთი წლის მანძილზე ციხეში იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზენიტი კოკორინს არ გაუშვებს, ხოლო მამაევის კრასნოდარი კი ფეხბურთელთან განშორებას აპირებს და მას ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს.