კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდაანტონიო კონტე გახდა პირველი მწვრთნელი რომლის ხელმძღვანელობითაც ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო. ასეთი რამ ამ კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამრიგად 5 ტურის შემდეგ ინტერს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

იუვენტუსი მას ორი ქულით ჩამორჩება. ერთადერთი შეხვედრა რომელიც წელს ინტერმა ვერ მოიგო პრაღის სლავიასთან ნათამაშები ფრე იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში. იმ შეხვედრაში ინტერი საერთოდ აგებდა და ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა.