კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა

კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშაიუვენტუსის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა. რონალდუმ მცირე ტრავმის გამო ბრეშასთან მატჩი გამოტოვა და ფიფას დაჯილდოებასაც არ დაესწრო, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ რომ რონალდომ ეს სხვა მიზეზების გამო გააკეთა.

ასეა თუ ისე კრიშტიანო უკვე მწყობრშია და ის იუვენტუსის შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. იუვენტუსი საკუთარ მოედანზე სპალს მიიღებს და მათ ამ შეხვედრაში გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.