მალხაზ კობაური – ”თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათი მკვლელების გადაღებულია” – მწყემსი სმიტების ოჯახის მკვლელობას უარყოფს

მალხაზ კობაური - ”თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათი მკვლელების გადაღებულია" - მწყემსი სმიტების ოჯახის მკვლელობას უარყოფსსმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაური დუმილს არღვევს და სასტიკი დანაშაულის დეტალებს ჰყვება. როგორც კობაურმა “მთავარს” უთხრა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და „სურათები არის მკვლელების გადაღებული“.
“რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიანისა და მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას, რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. სურათი რომაა, თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათია მკვლელების გადაღებული”- აცხადებს კობაური “მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კითხვაზე რატომ დატოვეს ის ცოცხალი დამნაშავეებმა, მწყემსი ამბობს, რომ სმიტების მკვლელებს სურდათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო.
“დრო უნდოდათ, სადღაც 2 კვირა რომ წასულიყვნენ” – განაცხადა კობაურმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თავის მხრივ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მკვლელობის საქმეში ბევრი უზუსტობა აღმოაჩინეს. მოწმეების ჩვენებები გადაკოპირებულია, რაც აჩენს ეჭვს, რომ მოწმეებზე ზეგავლენა სამარათალდამცავებმა მოახდინეს.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. განაჩენი გორის რაიონულ სასამართლოში მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს. ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.