მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”ოქტომბრის ბოლოს ხალხის გარეთ გამოსვლას დავაანონსებ”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ”ოქტომბრის ბოლოს ხალხის გარეთ გამოსვლას დავაანონსებ”თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს, აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით კარავი გაშალეს.

„ოქტომბრის ბოლოს, დავამთავრებ ხელმოწერების შეგროვებას, შემდეგ დავაანონსებ, რომ ხალხი გამოვიდეს და ვინც გარეთ გამოვა, სახლში არ წავა, ვიდრე თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი არ გაეცემა. აქ სულ 3 კარავი დგას. ერთი თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, მეორე – გიორგი მამალაძის საქმეზე, მესამე „გავრილოვის ღამის“, ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით. ეს კარვები იქამდე იქნება, სანამ ყველა ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული ტყვეობიდან. ამათ კიდევ ბევრი კარავი დაემატება. ოქტომბრის ბოლოს, მე დავამთავრებ ხელმოწერების შეგროვებას და დავაანონსებ, რომ ხალხი გამოვიდეს. ის ხალხი ვინც გარეთ გამოვა, სახლში არ წავა, ვიდრე თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი არ გაეცემა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.