მამუკა ხაზარაძე – “ჩვენ 2020-ის არჩევნები უნდა მოვიგოთ” – ანაკლიაში მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია გაიმართა

მამუკა ხაზარაძე - "ჩვენ 2020-ის არჩევნები უნდა მოვიგოთ" - ანაკლიაში მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია გაიმართა“ჩვენ ვქმნით პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე”.

ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე.

“ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ.

ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე.

როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო.