ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან: 1. ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი; 2. ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი; 3. ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი; 4. თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 5. ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; 6. ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 7.ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 8.ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; 9. ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი; 10. ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი; 11. გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი; 12. თამაზ ბუთხუზი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.

