მამუკა ვასაძე – “თადუმაძის ხელმოწერილ დოკუმენტში ტექნიკური შეცდომაა”

მამუკა ვასაძე - "თადუმაძის ხელმოწერილ დოკუმენტში ტექნიკური შეცდომაა"მთავარი პროკურორის მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, პროკურატურის მიმართვაში, სადაც უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვდა, ტექნიკური შეცდომები იყო დაშვებული.

აღნიშნული განცხადება მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მოსამართლეობის კანდიდატს ამ საქმის შესახებ კითხვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მამუკა ჩიქოვანმა დაუსვა.

“არსებობს ტექნიკური ხარვეზები, რომელთა დაკავშირებითაც, ვერ ვისაუბრებ. ეს დოკუმენტი შალვა თადუმაძის ხელმოწერით შემოვიდა. იცით, რომ ისიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. როცა მობრძანდება, ამასთან დაკავშირებით მას დაუსვით კითხვა. ეს არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და განმარტებას თავად გააკეთებს. ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, ეს არის ობიექტური გარემოება, ესაა ჩემი პასუხი,”- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

იპნ