მარსელო პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებს

მარსელო პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებსმადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ლევანტესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ამის გამო მას 10 დღე დასვენება მოუწევს. რეალს ისედაც საკმაოდ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები და მარსელოს არყოფნა ზიდანის გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება.

რეალი ოთხშაბათს სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. პსჟ-ს ტრავმირებული მბაპე და კავანი არ ეყოლება, ხოლო ნეიმარს კი დისკვალიფიკაცია აქვს.