მბაპეს რეალთან თამაში გამორიცხულია

მბაპეს რეალთან თამაში გამორიცხულიაპსჟ-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე კვლავ ტრავმირებულია და მისი რეალთან თამაში გამოირიცხა. მბაპე მოედანს სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდება, მანამდე კი პსჟ-ს მის გარეშე მოუწევს თამაში. მბაპეს გარდა რეალთან ტრავმის გამო არც ედისონ კავანი ითამაშებს.

გარდა ამისა, დისკვალიფიკაცია აქვს ნეიმარს, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ რეალთან პსჟ შესუსტებული შემადგენლობით იქნება და ამიტომ ფავორიტი შეხვედრაში რეალია, თუმცა რეალი ასევე განიცდის საკადრო პრობლემებს. შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართება.