მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებსბარსელონას სუპერ ვარსკვლავი ლიონელ მესი უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დორტმუნდის ბორუსიასთან ის სავარაუდოდ მოედანზე არ გამოვა. ამის მიზეზი ის არის რომ ბარსელონას არ სურს გარისკვა და არსებობს რომ მესის ტრავმა გაუმიზეზდება.

ლეო სავარაუდოდ ესპანეთის მეხუთე ტურის შეხვედრაში დაბრუნდება გრანადას წინააღმდეგ. შეგახსენებთ რომ წლევანდელ სეზონში მესის ჯერჯერობით არ უთამაშია, რადგან მან ტრავმა აგვისტოში მიიღო და უკვე თვეზე მეტი გამოტოვა.