მესი – ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”

მესი - ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ნეიმარზე ისაუბრა და თქვა, რომ მას სურდა რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ბარსელონაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მესის აზრით ბარსელონაში საკმარისად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს: ”ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ ბუნებრივია მისი დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მიზეზები ჩემთვის უცნობია.

ფეხბურთელი მსგავს საკითხებში არ უნდა ერეოდეს. ბარსელონაში საკმარისად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ნეიმარის გარეშეც არ გაგვიჭირდება”