მოურინიო: ”მანჩესტერ იუნაიტედი პროგრესს არ განიცდის”

მოურინიო: ”მანჩესტერ იუნაიტედი პროგრესს არ განიცდის”მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისურ არხზე განაცხადა რომ დღევანდელი მანჩესტერი არაფრით უკეთესი არ არის იმაზე რომელსაც თვითონ მოურინიო წვრთნიდა. ჟოზეს აზრით იუნაიტედს მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყოფნის:

”გუნდი არავითარ პროგრესს არ განიცდის, მაგრამ მე მხოლოდ მწვრთნელს არ დავადანაშაულებდი, რადგან პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. ვფიქრობ მანჩესტერს ბევრად ძლიერი შემადგენლობა სჭირდება იმისთვის რომ სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლოს”.

ბოლო შეხვედრა სოლსკიაერის გუნდმა ვესტ ჰემთან 0:2 წააგო.