მოურინიოს რეალში დაბრუნება სურს

მოურინიოს რეალში დაბრუნება სურსმადრიდის რეალმა სეზონი საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო და უკვე არის საუბრები იმის შესახებ რომ ზიდანი შესაძლოა თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა რეალში დაბრუნება და ის ფლორენტინო პერესის ზარს ელოდება.

მოურინიო რეალის სათავეში 2010-13 წლებში იმყოფებოდა და მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კი წარმატებას ვერ მიაღწია. გარდა ამისა, მას რეალის რამდენიმე ლიდერთან კონფლიქტი მოუვიდა.