ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს – ის იოსებ ჭელიძემ შეცვალა

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს - ის იოსებ ჭელიძემ შეცვალაშინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.

იოსებ ჭელიძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ დროისთვის შს მინისტრს 5 მოადგილე ჰყავს. ესენი არიან: კახაბერ საბანაძე(პირველი მოადგილე), ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.