ნეიმარი ზამთარში შესაძლოა პსჟ-დან წავიდეს

ნეიმარი ზამთარში შესაძლოა პსჟ-დან წავიდესპსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ზამთარში შესაძლოა გუნდიდან მაინც წავიდეს, მიუხედავად იმისა რომ ის ჯერჯერობით პსჟ-ში დარჩა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგულ გუნდში მობეზრდათ ნეიმარის მუდმივი კაპრიზები და ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში მას გაყიდიან. ჯერჯერობით ასეთი შეთავაზება პსჟ-ს არ მიუღია, რადგან პარიზელები ნეიმარში ძალიან დიდ თანხას ითხოვენ და ეს თანხა თითქმის 300 მილიონია.

თუ რომელიმე გუნდი შეძლებს ამ თანხის გადახდას, ნეიმარს უყოყმანოდ გაუშვებენ. ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენის ყველაზე დიდ სურვილს მისი ყოფილი გუნდი ბარსელონა გამოთქვამს.