ნეთანიაჰუს პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ნეთანიაჰუს პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვაისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Reuters-ი ავრცელებენ.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ პარლამენტში 31-33 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მემარჯვენე ბლოკი 54-დან 57 მანდატამდე მიიღებს.

ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტი, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი 32-34 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი 58 მანდატამდე დააგროვებს.

ვერც ნეთანიაჰუ და ვერც განცი პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, რომლისთვის საჭიროა 120 ადგილიდან 61-ის დაკავება.

არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი 18 სექტემბერს დღისით გახდება.