“ოცნების“ დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს?!

“ოცნების“ დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს?!“2020NEWS“ -ის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას ალექსანდრე ერქვანია დატოვებს. აღნიშნულის მიზეზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. ალექსანდრე ერქვანია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განმწესებას მხარს არ უჭერს. ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატი მმართველ პარტიას მას შემდეგ დატოვებს, რაც “ქართული ოცნება“ თანამდებობებზე მოსამართლეების 20 კაციან სიას მთლიანად ან სიის შემადგენლობის ნაწილს განამწესებს.

“2020NEWS” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, თუმცა ალექსანდრე ერქვანიასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ვახერხებთ .