პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდაპაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა. ძირითადი ზარალი დაფიქსირდა სოფლებში, სადაც სახლების დიდი ნაწილი დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქალაქების ჯემულესა და მირპურს შორის მდებარე რაიონი.