პარლამენტი თავმჯდომარემ პროტესტის გამო “ევროპული საქართველოს”დეპუტატებს დარბაზი იძულებით დაატოვებინა

პარლამენტი თავმჯდომარემ პროტესტის გამო "ევროპული საქართველოს"დეპუტატებს დარბაზი იძულებით დაატოვებინაელენე ხოშტარიას პროტესტის გამო პარლამენტის სხდომა შეწყდა. პარლამენტის თავმჯდომარემ პროტესტის გამო ევროპული საქართველოს დეპუტატებს დარბაზი იძულებით დაატოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროსტესტის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილა. ვინაიდან ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ, რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად თალაკვაძემ მათი გაძევება მანდატურებს სთხოვა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.