პატიმრების გაცვლის შემდეგ პუტინმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

პატიმრების გაცვლის შემდეგ პუტინმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრესპატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით მოხდა.

ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ერთხმად აღნიშნეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გამუჯობესებისათვის პატიმრების გაცვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მათ ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმების მიხედვით პოლიტპატიმრები 7 აგვისტოს გაცვალეს. მედიის ცნობით, მხარეები 35/35 სქემით მოქმედებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარემ 35-35 პატიმარი გაცვალა. აღსანიშნავია, რომ გათავისფლებულ უკრაინელ პატიმრებს შორის 24 მეზღვაურია, რომლებიც ქერჩის სრუტეში დააკავეს. კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნებულ უკრაინის მოქალაქეებს ვლადიმირ ზელენსკი პირადად შეხვდა.

იპნ