ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა - 3 ადამიანი დაშავდათბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაზიანება კი მსუბუქი ხასიათისაა.

“ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.