ფრანგ მინისტრებს სიკვდილით დაემუქრნენ

ფრანგ მინისტრებს სიკვდილით დაემუქრნენსაფრანგეთის ორმა მინისტრმა მუქარის წერილები მიიღეს, რომლებშიც რევოლვერის ტყვიები იყო მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, მუქარის წერილები მიღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა და სახელმწიფო ფინანსების მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა.

წერილები იმ მისამართზე გაიგზავნა, სადაც შესაბამისი სამინისტროები მდებარეობს.

წერილები ხელით არის დაწერილი და სიკვდილის შესახებ მუქარებს შეიცავს.

ცნობისთვის, ლე მერმა ერთხელ უკვე მიიღო მუქარის ორი წერილი აგვისტოში, ვიდრე საფრანგეთში „დიდი შვიდიანის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართებოდა. დარმანენს კი ერთხელ 2018 წელს უკვე დაემუქრნენ.

იპნ