ქუთაისის აეროპორტში ბელგიელ ს.გ.-ს ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები უპოვეს

ქუთაისის აეროპორტში ბელგიელ ს.გ.-ს ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები უპოვესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.