ქუთაისში კაცი ქალს სახლში შეუვარდა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში კაცი ქალს სახლში შეუვარდა და მისი გაუპატიურება სცადაქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. მათივე ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.

ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.