ქუცნაშვილი – არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

ქუცნაშვილი - არასწორი ინფორმაცია ვრცელდებააქცია “სირცხვილიას” აქტივისტი ირაკლი არეშიძე “მთავარ არხთან” საუბრობს, რომ მას ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სახეში დაარტყა.

“გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის ცოლთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ა.შ. რომ ჩავედით, “ჩექ აუთი” იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, მონა რატომ დამიძახეო”, – აცხადებს არეშიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარძე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

“მეტრონომი” ქუცნაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.