რესტორან “ქალაქურში“ ხანძარი იყო

რესტორან “ქალაქურში“ ხანძარი იყორესტორან “ქალაქურში“ ხანძარი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან “ქალაქურის” სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.