რივლინმა მთავრობის ფორმირება ნეთანიაჰუს სთხოვა

რივლინმა მთავრობის ფორმირება ნეთანიაჰუს სთხოვაისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა.

ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნეთანიაჰუსა და მის მთავარ ოპონენტს, ბენი განცს შორის ერთიან მთავრობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

“ნეთანიაჰუს მეტი შანსი აქვს მთავრობის ფორმირებისთვის”, – განაცხადა რუვენ რივლინმა.

ამ დროს მას გვერდით ნეთანიაჰუ ედგა.

ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ და ახლაც რთული იქნება მისთვის ამ საკითხის გადაჭრა. მას 4-დან 6 კვირამდე აქვს იმისთვის, რომ სხვა პარტიები მხარდაჭერაში დაარწმუნოს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ არაბულმა ბლოკმა ისრაელის პრემიერის პოსტზე ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს დაუჭირა მხარი.

1992 წლიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა არაბულმა პარტიებმა მხარი პრემიერობის რომელიმე კანდიდატს დაუჭირეს.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი – 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.

იმედინიუსი