რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვას თავს დაესხნენ

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვას თავს დაესხნენრუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პანფილოვას გუშინ გვიან ღამით, მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა სახლში ტერასის ფანჯრიდან შეაღწია, ელა პანფილოვას ელექტროშოკერით რამდენჯერმე დაარტყა და შემდეგ მიიმალა.

სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა იყო. მათი ვერსიით დამნაშავე „ბრმად“ მოქმედებდა და არ იცოდა სახლის პატრონის ვინაობა. სახლიდან არაფერია დაკარგული.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაცვა ელა პამფილოვას არასდროს ჰყოლია. თვითონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.