სამგორში სამარშრუტო ტაქსი მანქანას დაეჯახა – 1 გოგონა დაშავდა

სამგორში სამარშრუტო ტაქსი მანქანას დაეჯახა - 1 გოგონა დაშავდასამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტი ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრი გოგონა მსუბუქად დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოწვია.