სერხიო რამოსმა შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს

სერხიო რამოსმა შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოსმადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა შესაძლოა 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, თუ მას დაუმტკიცდა ის რომ ატლეტიკოსთან მატჩის დროს მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა.

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს იძიებს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ რამოსი დაისაჯა, მაშინ ის ბარსელონასთან შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.