”შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში” – პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

”შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში” - პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართადღეს, 15 სექტემბერს, ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა.

პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია,”დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები.”

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ 10 სექტემბერს ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს, დღეს მკაფიოდ ვუთხარით – პატივს ვცემთ ყველა მეგობარს, ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიებისა და სააკაშვილების.

დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში. იმიტომ, რომ ეს ქართველ ხალხს ძალიან აბრაზებს. ჩვენ კარგად ვხედავთ, ამ შეკრებაზე მობრძანებული იყო თამაზ მოლაშვილი. აბა თამაზ მოლაშვილს უთხრას იმ ლიტველმა დეპუტატმა, შეიყვარე ბოკერიაო. ასეთი რამ არ ხდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, პარტია გეგმის მიხედვით გააგრძელებს საპროტესტო აქციებს.

იპნ