შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდება, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდება, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილიშინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ამასთან, მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა.