სკანდალი: ხელისუფლება გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა

სკანდალი: ხელისუფლება გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდახელისუფლება გურამ დსონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა – განცხადება ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა საგანგებო პრესკომფერენციაზე გააკეთეს.გურამ ჩალაგაშვილის თქმით, პროკურატურის გარიგებას შს სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი არ დათანხმდა.

ამის შემდეგ კი ხეწლისუფლებამ 20 ივნის დაკავებულების შანტაჟი დაიწყო.
“ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, 2 თვეა ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმერებულია სახელმწიფოს გადატრიალების უსუსური, შეთითხნილი ბრალდებით. საქმეზე არსებობს მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება, რომლებმაც გახარიას დავალებით მისცეს ჩვენება.
ბოლო თვეებია ივანიშვილის დავალებით, გენპროკურატურაში, გენპროკურორის პირველი მოადგილის ბატონი ვასაძის ხელმძღვანელობით შექმნილია ჯგუფი, რომელსაც მიღებული აქვს დავალება, რომ ირაკლი ოქრუაშვილს დაუმძიმონ სისხლის სამართლის დანაშაული.
მათ 12 წლის წინანდელი საქმის შეკერვა დაიწყეს. ისინი ბატონ გურამ დონაძეს ეახლნენ მატროსოვის ციხეში და თავისუფლების სანაცვლოდ თხოვდნენ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მას შემდეგ რაც დონაძესგან ვერ მიიღეს სასურველი პასუხი, გადავიდნენ 20 ივნისის გავრილოვის ღამეს დაპატიმრებული ბიჭების დაშანტაჟებაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ თავისუფლების სანაცვლოდ მისცენ ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ”- თქვა ჩალაგაშვილმა.