სროლა ვაშინგტონში თეთრ სახლთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

სროლა ვაშინგტონში თეთრ სახლთან - 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდავაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს განხორციელებული სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი – დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი თეთრი სახლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში გახსნა. ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

WJLA-TV -მ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ინციდენტის ადგილი და სასწრაფო დახმარების მანქანები ჩანს.