თბილისში მანქანა 40 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

თბილისში მანქანა 40 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლამსხვერპლით დასრულდა თბილისში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.
მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.