თეა წულუკიანი – “პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა”

თეა წულუკიანი - "პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა"24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერა, რადგან ის დღესაც ძებნილია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია“, – განაცხადა წულუკიანმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 11:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. თუმცა უცნობია კონკრეტულად, რა საკითხს შეეხება  ბრიფინგი.

პრაიმ ტაიმი