თეა წულუკიანი – “შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს”

თეა წულუკიანი - "შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს"მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა მინისტრი, რომ პრეზიდენტმა შეწყალებებზე მორატორიუმის გამოცხადებით კონსტიტუცია დაარღვია, მან უპასუხა, რომ არა.

“მორატორიუმის გამოცხადება მე არ მგონია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციას არღვევს, ერთადერთი, რაც მე მართლაც მაღელვებს, არის ის, რომ ეს ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს, იმიტომ რომ პატიმარს, რომელიც 7, 10, 15, 20 წელი იხდის სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს, აქვს უფლება, რომ მათი საქმე იქნას განხილული და გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 პატიმარი შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტმა კი შეწყალებებზე მორატორიუმი გამოაცხადა.

რუსთავი 2