ტრამპი – “ბოლტონმა დიდი შეცდომები დაუშვა”

ტრამპი - "ბოლტონმა დიდი შეცდომები დაუშვა"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „დიდი შეცდომები დაუშვა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბოლტონის ერთ-ერთ შეცდომად ტრამპი მის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის წაყენებულ მოთხოვნას ასახელებს: დაეცვა „ლიბიის მოდელი“ და ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა.

„ჩვენ დიდი წარუმატებლობა განვიცადეთ, როცა ბოლტონმა „ლიბიურ მოდელზე“ საუბარი დაიწყო. რა კატასტროფაა. ის ამას ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმების მისაღწევად იყენებს? არ ვამტყუნებ კიმ ჩენ ინს იმის გამო, რაც მან ამის შემდეგ თქვა. მან საერთოდ აღარ ისურვა ჯონ ბოლტონთან საქმის დაჭერა“ , – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ის ბოლტონს არც ვენესუელას საკითხთან დაკავშირებით ეთანხმებოდა. „ის არასათანადოდ მოქმედებდა. მისი მოქმედება შესაბამისობაში არ იყო იმასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯონ ბოლტონი „ვერ ეწყობოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირებს, რომლებსაც მე მნიშვნელოვნად ვთვლი.“

ჩრდილოეთ კორეა ჯონ ბოლტონს „ომის მანიაკსა“ და „ზნედაცემულ ადამიანს“ უწოდებდა. შარშან, როდესაც ბოლტონმა ქვეყანას ცალმხრივი განიარაღების ლიბიური მოდელის დაცვა შესთავაზა, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი პირველი სამიტის ჩაშლით დაემუქრა.

დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

იპნ