წყალტუბოში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს _ დედამ ეს რომ გაიგო, კორპუსიდან გადახტა

წყალტუბოში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს _ დედამ ეს რომ გაიგო, კორპუსიდან გადახტაუბედური შემთხვევა წყალტუბოში – შეყვარებული გოგონა, გაურკვეველი წარმოშობის აბები თუ სხვა რა გახდა წყალტუბოში 18 წლის ბიჭის დაღუპვის მიზეზი.

მოზარდი მეზობლებმა კორპუსთან გარდაცვლილი იპოვნეს. ის ვარდნის შედეგად იყო დაღუპული.
ირკვევა, რომ გარდაცვლილის ტელეფონში ერთი ფოტოს გარდა ყველაფერი წაშლილი იყო, ჩანთაში კი აბები აღმოაჩინეს.

“ზემოთ სახურავზე კურტკა და ტელეფონი ყოფილა, აბსოლურტურად ყველაფერი წაშლილი იყო, ერთი ფოტოს გარდა”- აცხადებენ ახლობლები.

ისინი აცხადებენ, რომ ბიჭი ბოლო დროს გულჩათხრობილი გახდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, არსად ჩანს დაღუპულის დედაც. ქალი თურქეთიდან წყალტუბოში გაემგზავრა, ქუთაისში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

იმედინიუსის ინფორმაციით, ბიჭის დედა უცხოეთიდან დღეს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

ფაქიზო ფანჩულიძე ყვება, რომ ბიჭი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს იშვიათად დადიოდა.