ვან დეიკი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ვან დეიკი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”ფიფას დაჯილდოებაზე ლიონელ მესი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ამან ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ რომ ამ პრიზს ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებდა. თვითონ ვირჯილი კი სხვაგვარად ფიქრობს და მისი აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია:

”ძალიან მიხარია რომ მესიმ ეს ჯილდო მოიგო, რადგან ჩემი აზრით ის საუკეთესოა და იმსახურებს ამ წოდებას. ინდივიდუალური ჯილდოები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და მთავარია გუნდში იყოს ყველაფერი კარგად”.