ვარკეთილში ქარმა ხე მოგლიჯა

ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხე მოგლიჯა, რომელმაც ელექტროენერგიის ბოძები დააზიანა. ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ნიუპოსტი