ზელენსკიმ მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა

ზელენსკიმ მერკელს შეურაცხყოფა მიაყენაუკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა – ამის შესახებ ინფორმაციას “შპიგელი” ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შტატების პრეზიდენტს არაერთხელ დაეთანხმა, რომ ანგელა მერკელი უკრაინისთვის არაფერს აკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტის გამონათქვამებმა ბერლინში აღშფოთება გამოიწვია, რადგან უკრაინის ლიდერს გერმანიის კანცლერის დიპლომატიური დამსახურებების შესახებ არ უსაუბრია.