ზესტაფონში დაღუპული ქალი 25 წლის მირანდა სხილაძეა

ზესტაფონში დაღუპული ქალი 25 წლის მირანდა სხილაძეაუბედური შემთხვევა ზესტაფონში – ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული 25 წლის გოგო, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა.გავრცელებული ინფორმაციით, მირანდა მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან, 2 წლის დამიანესთან და 4 წლის ლილესთან ერთად მარტო ცხოვრობდა.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნიუპოსტი