ზიდანი: ”ჩემპიონობამდე ჯერ შორია”

ზიდანი: ”ჩემპიონობამდე ჯერ შორია”მადრიდის რეალი 6 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს 14 ქულით, მაგრამ ზიდანის თქმით ეს არაფერს ნიშნავს და გუნდმა შრომა უნდა გააგრძელოს:

”ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სეზონის ბოლოსაც ასე იქნება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა და ვიცი რომ ისინი არ დამაღალატებენ, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”.

რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიური გუნდი ამჟამად 10 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.