ზიდანი: ”ედენ აზარი ფორმაში მალე შევა”

ზიდანი: ”ედენ აზარი ფორმაში მალე შევა”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ედენ აზარი მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში და კრიტიკოსებს გააჩუმებს. ზიდანის აზრით აზარს ყველა ის თვისება აქვს რაც რეალში თამაშისთვის არის აუცილებელი:

”მესმის რომ აზარისგან უფრო მეტს ელიან და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა რომ დაიცადონ და ისინი აზარის ნამდვილ დონეს იხილავენ. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება”. აზარმა ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.