ზიდანი: ”პსჟ-მ დაგვჩაგრა და ეს მაღიზიანებს”

ზიდანი: ”პსჟ-მ დაგვჩაგრა და ეს მაღიზიანებს”მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-სთან მარცხით დაიწყო და ზიდანის გუნდმა პარიზში 0:3 წააგო. მატჩის შემდეგ ზიდანმა ბევრი ისაუბრა და თქვა რომ მას წაგებაზე მეტად თამაშის ხარისხი აღიზიანებს და რეალი გაცილებით უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს:

”ჩვენ რეალი ვართ და ასეთი თამაში უბრალოდ არ გვეკადრება. მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. როდესაც გუნდი აგებს ეს ყველა ფეხბურთელის ბრალია და ვინმეს გამოყოფას არ ვაპირებ. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს რომ პსჟ-მ ყველა კომპონენტში გვაჯობა და დაგვჩაგრა”.